თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, მიმდინარე წლის 23 აპრილს, მიიღო ვენეციის კა ფოსკარის უნივერსიტეტის (Ca' Foscari University of Venice) პროფესორი ანდრეა კრიტო (Prof. Dr. Andrea Critto), რომელიც არის გარემოსდაცვით მეცნიერებათა დოქტორი და უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერებების ინფორმატიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი. საუბარი შეეხო ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის პერსპექტივებს, ერთობლივ პროექტებს და სტუდენტთა გაცვლით პროგრამამებს.
შეხვედრის შემდეგ იტალიელმა სტუმარმა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტებისთვის გამართა ლექცია.